კიევის საქალაქო ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე, კიევში 222 ადამიანი დაიღუპა, მათგან 60 სამოქალაქო პირია
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე, კიევში 222 ადამიანი დაიღუპა, მათგან 60 სამოქალაქო პირია

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, კიევში 222 ადამიანი დაიღუპა, მათგან 60 სამოქალაქო პირია, რომელთა შორის ოთხი ბავშვია. მონაცემები კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლაი პოვოროზნიკმა გაავრცელა.

მისივე ინფორმაციით, საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას 889 ადამიანი დაიჭრა, მათგან 241 სამოქალაქო პირია, 18 ბავშვი, სამი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი, ერთი კი ექიმი.

გარდა ამისა, ნიკოლაი პოვოროზნიკის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დედაქალაქში 36 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, ხუთი კერძო საკუთრება, ექვსი სკოლა და ოთხი საბავშვო ბაღი.

ნიკოლაი პოვოროზნიკის განცხადებით, ბოლო 22 დღეში კიევში 757 ბავშვი დაიბადა.