კიევის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრება 22 ნოემბერს არ ჩატარდება
კიევის საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ გამაერთიანებელი კრება 22 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ განცხადება არქიეპისკოპოსმა ევსტრატიმ გაავრცელა.
„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ კრების გამართვის თარიღი მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გახდება ცნობილი“, – წერს ევსტრატი სოციალურ ქსელში.
მანამდე უკრაინულმა გამოცემა Golos.ua-მ გაავრცელა ცნობა, რომ კიევში, უკრაინაში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრება 22 ნოემბერს გაიმართება. ამავე წყაროს ინფორმაციით, კრებაზე აირჩევენ ახალი ეკლესიის მეთაურს, რომელსაც სტამბოლში მსოფლიო პატრიარქი 28-29 ნოემბერს ტომოსს გადასცემს.