პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრება 15 დეკემბერს გაიმართება
პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრება 15 დეკემბერს გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრება 15 დეკემბერს გაიმართება.

მისივე ინფორმაციით, კრება, რომელზეც ეკლესიის მეთაურს აირჩევენ და უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა ოფიციალურად გამოცხადდება , კიევში წმინდა სოფიოს ტაძარში შედგება. როგორც ცნობილია, სწორედ ამ კრებაზე არჩეულ პირს გადასცემს მსოფლიო პატრიარქი ტომოსს.

პოროშენკოს თქმით, ბართლომემ უკვე მოაწერა ხელი წერილებს, რომლითაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქებს გამაერთიანებელ კრებაზე ეპატიჟება.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ოქტომბრის ბოლოს განაცხადა,რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს. ამის გამო, მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა.

დატოვე კომენტარი