კიევის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც ვიქტორ მედვედჩუკის საქმე განიხილება, დაპირისპირება მოხდა
კიევის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც ვიქტორ მედვედჩუკის საქმე განიხილება, დაპირისპირება მოხდა

კიევის სააპელაციო სასამართლოს მახლობლად, სადაც ფრაქცია „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ წარმომადგენლის, ვიქტორ მედვედჩუკის საქმის განხილვა მიმდინარეობს, „ტიტუშკებსა“ და პატრიოტულ ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მედვედჩუკის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვითარება პოლიციამ გაანეიტრალა.

კიევის სასამართლომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ დეპუტატს, ვიქტორ მედვედჩუკს შინაპატიმრობა შეუფარდა. ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფო ღალატში და ყირიმში ეროვნული სიმდიდრის მიტაცებაში ედება ბრალი.