კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დღეს გაიმართება
კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დღეს გაიმართება

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება.

სხდომა 22 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა იმის გამო გადაიდო, რომ სასამართლოსთვის საქმის მასალები არ იყო გადაცემული.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ კიევის პეჩორის რაიონული სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.