კიევის სააპელაციო სასამართლომ დავით ბეჟუაშვილის კომპანიისთვის უკრაინაში ხერსონის პორტის გადაცემა შეაჩერა

15:27, 06.02.2020

კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის კომპანიისთვის უკრაინაში ხერსონის პორტის გადაცემა შეაჩერა.

„მეექვსე სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით შეჩერებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნომერ მე-16 -ე განკარგულების მოქმედება, რომელიც ეხება ხერსომის პორტში კონცესიური კონკურსის შედეგებისა და გამარჯვებულის გამოვლენას“,- წერს ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადისლავ კრიკლი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო გადაწყვეტილების გაპროტესტებას გეგმავს.

21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ხერსონის პორტის კონცესიის კონკურსში „რისოიკ-ხერსონმა“ გაიმარჯვა.

მსგავსი