კიევის სააპელაციო სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავს
კიევის სააპელაციო სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავს

კიევის სააპელაციო სასამართლო დღეს ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავს.

სასამართლოს გენერალური პროკურატურის აპელაციას განიხილავს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხება.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა უკვე რამდენჯერმე გადაიდო.