კიევის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა

17:43, 05.12.2017

კიევის პროკურატურამ სამართალდამცველების მიერ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მოგვიანებით კიევის პროკურატურაში დააზუსტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს „უკრაინელი დეპუტატების მიერ სააკაშვილის დაკავებისას სამართალდამცველების წინააღმდეგ გაწეული  ქმედებების ფაქტზე“.

„სისხლის სამართლის წარმოება დაწყებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად“, – აღნიშნეს კიევის პროკურატურის პრეს-სამსახურში.

მსგავსი