კიევის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში დღეს გამოკითხავს
კიევის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში დღეს გამოკითხავს

კიევის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში დღეს გამოკითხავს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთი უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში კიევის პროკურატურის პრესმდივანმა ნადეჟდა მაქსიმეცმაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, ქართულ მხარეს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა აქვს გაგზავნილი, რის საფუძველზეც უკრაინის იუსტიციის სამინისტროს დაწყებული აქვს საექსტრადიციო შემოწმება.

„შესაბამისი მოწვევა ნამდვილად გაგზავნილია ბატონ სააკაშვილთან მისი ადვოკატების შუამავლობით, თუმცა ახლა ჩვენ არ გვაქვს დადასტურება, რომ ის გამოჩნდება. ამასთან, ეს არის სტანდარტული პროცედურა, რომელიც საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში ტარდება. როგორც იცით, შემოწმებას იუსტიციის სამინისტროს დავალებით ვატარებთ“, – განაცხადა მაქსიმეცმა.

დატოვე კომენტარი