კიევის ოლქის ქალაქ რჟიშევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა
კიევის ოლქის ქალაქ რჟიშევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

კიევის ოლქის ქალაქ რჟიშევზე დრონებით განხორციელებული გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთის მიერ კიევის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სერიოზული დაზიანებები კიდევ ცხრა დამიანმა მიიღო, 20-მა პირმა კი საავადმყოფოს უმნიშვნელო ტრავმების გამო მიმართა.

კიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საჰაერო განგაში არ უგულებელყონ.

22 მარტის ღამით რუსეთის მიერ ქალაქ რჟიშევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად საერთო საცხოვრებლის შენობები დაზიანდა.