კიევის მერის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ჭურვი 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა
კიევის მერის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ჭურვი 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა.

კლიჩკოს ინფორმაციით, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად შედეგად არავინ დაღუპულა, დაშავებულია ხუთი ადამიანი

„ძვირფასო მეგობრებო, მტერი განაგრძობს ავიადარტყმებს კიევზე. ჭურვი სვიატოშინის რაიონში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. შენობა და ახლომდებარე მანქანები განადგურებულია. არსებული ინფორმაციით, დარტყმის შედეგად არავინ დაღუპულა. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია“, – განაცხადა კლიჩკომ.