კიევის მერი აცხადებს, რომ კიევზე რუსული კომბინირებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ კიევზე რუსული კომბინირებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
მისივე თქმით, იერიშის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, შვიდი და ათი წლის.
მერის განცხადებით, 14 ნოემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა კიევზე მასშტაბური კომბინირებული შეტევა დაიწყეს სხვადასხვა ტიპის რაკეტებისა და დრონების გამოყენებით.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა თავდასხმის დროს ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.
ამასთან, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 1 140 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და დაჭრეს, რითიც მოსკოვის დანაკარგებმა ომში 1 156 40-ს მიაღწია.