კიევის მახლობლად საბრძოლო მასალების საწყობზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, კიდევ ოთხი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

15:06, 30.08.2026

კიევის მახლობლად საბრძოლო მასალების საწყობზე რუსეთის დარტყმისა და ამის შემდეგ გაჩენილი ხანძრის გამო დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ოთხი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ამასთან, არიან დაშავებულებიც.

„მაშველებმა ხანძრების უმეტესობის ჩაქრობა შეძლეს. ადგილზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების პიროტექნიკური დანაყოფები. ისინი ფეთქებადსაშიშ ნივთებს აღმოაჩენენ და ანეიტრალებენ. ტერიტორიის დაბინძურების მასშტაბი დიდია და სამუშაოები იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა შესაძლო სამსახურებრივი დაუდევრობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო. „გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ რუსეთის თავდასხმის ყველა გარემოება, არამედ ის მიზეზები და პირობებიც, რომლებმაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაამძიმა მისი შედეგები. კერძოდ, შემოწმდება, რამდენად კანონიერი იყო საწარმოს ტერიტორიაზე ფეთქებადსაშიში ნივთებისა და მასალების განთავსება და შენახვა.

მსგავსი