კიევის „დინამომ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
კიევის „დინამომ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

კიევის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ალექსანდრ ხაცკევიჩი. ამის შესახებ უკრაინული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.

ხაცკევიჩთან ერთად განთავისუფლებულია პირველი გუნდის მთელი საწვრთნელი შტაბი. ჯერჯერობით უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს კიევურ კლუბს უახლოეს მატჩებში.

ხაცკევიჩი „დინამოს“ 2017 წლის ივნისიდან წვრთნიდა. სამი წლის განმავლობაში, გუნდმა მისი თავკაცობით ორჯერ მოიგო უკრაინის სუპერთასი. 2019 წლის ივნისში ხაცკევიჩმა „დინამოსთან“ ორი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება – 2021 წლის ზაფხულამდე.

კიევის „დინამო“ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას – მან ორი მატჩის ჯამში 3:4 წააგო „ბრიუგესთან“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი და ახლა, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა.