კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს
კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ის ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს, რა დროსაც მასთან დეტალურად განიხილა უკრაინის თხოვნა ისრაელის მიმართ, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ტექნოლოგიები.
„ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და მივაწოდე მას ინფორმაცია რუსული რაკეტებითა და ირანული წარმოების დრონებით გამოწვეული სიტყვით აღუწერელი ტანჯვის, მსხვერპლისა და განადგურების შესახებ. დეტალურად განვიხილეთ ისრაელის მიმართ უკრაინის თხოვნა, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვითი სისტემები და ტექნოლოგიები“, – წერს დმიტრო კულება.
I spoke to Israeli Prime Minister @YairLapid and informed him on unspeakable suffering, loss of life, and destruction caused by Russian missiles and Iranian-made drones. We discussed in detail Ukraine’s request for Israel to provide air and missile defense systems and technology.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) October 20, 2022