კიევი ევროკავშირს მინსკის შეთანხმების დატოვებით დაემუქრა
კიევი ევროკავშირს მინსკის შეთანხმების დატოვებით დაემუქრა

კიევი ევროკავშირს მინსკის შეთანხმებაზე უარის თქმით დაემუქრა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლებას დაიბრუნებს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა გააკეთა. ინფორმაციას გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

„თუ თქვენ დათანხმდებით რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნებას, როგორც ეს რამდენიმე ქვეყანას სურს, მე იმ დღესვე გამოვალ და გეტყვით, რომ ჩვენ „მინსკის შეთანხმება“ აღარ გვაქვს და შეთანხმება მოკლა არა მხოლოდ რუსეთმა, არამედ თქვენც“, – განაცხადა კლიმკინმა ბრიუსელში.

როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთისთვის ევროსაბჭოში დაწესებული სანქციების მოხსნის ლობისტი გერმანიაა, რომელსაც მხარს უჭერენ საფრანგეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევრო გადასახადის შეტანა შეწყვიტა. მოსკოვმა ამ ფორმით უპასუხა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების დაწესებას.

2015 წელს ნორმანდიულ ოთხეულს (გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და უკრაინა) შორის გაფორმებული მინსკის შეთანხმება დონბასში სიტუაციის დეესაკალაციას ისავას მიზნად.