კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და სატრაპეზო ეკლესია უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალურად დაუბრუნდა
კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და სატრაპეზო ეკლესია უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალურად დაუბრუნდა

კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და სატრაპეზო ეკლესია უკრაინის სახელმწიფოს კუთვნილებაში ოფიციალურად დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ „ტელეგრამით“ გაავრცელა.

„კომისიის მუშაობის შედეგად, ხელი მოწერა შესაბამის აქტს, რაც შენობების დაბრუნებას გულისხმობს. მიუხედვად იმისა, რომ კომისიის ბოლო სხდომებს მიტროპოლიტი პეველი არ დასწრებია, რათა ხელი მოწერა აქტზე, ეს არ წარმოადგენს დაბრკოლებას სახელმწიფო ქონების დაბრუნებისთვის. უკრაინული სიწმინდე უნდა ემსახუროს უკრაინელ ხალხს, ამ პრინციპს მომავალშიც დავიცავთ“, – წერს ტკაჩენკო.

4 იანვარს უკრაინის მრთლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მიტროპოლიტი ეპიფანე 7 იანვარს, ქრისტეშობას, ღვთისმსახურების ჩატარებას კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გეგმავს.