გრიგალაშვილის დასანანი მარცხი ოლიმპიადის მეოთხედფინალში - ქართველი ძიუდოისტი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ზე 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა 1/4 ფინალი მონღოლეთის წარმომადგენელ ძიუდოისტ საიდ მოლაეისთან გამართა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა.

გრიგალაშვილი რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. ქართველი უზბეკ ბოტაბოევის დამარცხების შემთხვევაში, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ჯერჯერობით ორი ვერცხლის მედალია, რომლებიც ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 06:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 12:00 საათზე გაიმართება. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელეტრანსლაციებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა უწყვეტ რეჟიმში გთავაზობთ.

 

ძიუდო

27 ივლისი

ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.)

1/16 ფინალი. გრიგალაშვილი VS მუროდოვი (ტაჯიკეთი)

1/8 ფინალი. გრიგალაშვილი VS ლი (კორეა)

1/4 ფინალი. გრიგალაშვილი VS მოლაეი (მონღოლეთი)

რეპეშაჟი: გრიგალაშვილი VS ბოტაბოევი (უზბეკეთი)

 

24 ივლისი

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.)

1/8. ჩხვიმიანი VS ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

1/4. ჩხვიმიანი VS ტაკატო (იაპონია)

რეპეშაჟი. ჩხვიმიანი VS კიმი (კორეა)

 

25 ივლისი

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.)

1/16. ლევიცკა-შუკვანი VS ანესტორი (ჰაიტი)

1/8. ლევიცკა-შუკვანი VS ბუშარი (საფრანგეთი)

 

25 ივლისი

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) – ვერცხლი

1/8. მარგველაშვილი VS შამილოვი (ROC)

1/4. მარგველაშვილი VS შმაილოვი (ისრაელი)

1/2. მარგველაშვილი VS ანი (კორეა)

ფინალი. მარგველაშვილი VS აბე (იაპონია)

 

26 ივლისი

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.)

1/16. ლიპარტელიანი VS მუკუნგუი (ბურუნდი)

1/8. ლიპარტელიანი VS სთოლი (გერმანია)

1/4. ლიპარტელიანი VS სისიკე (საფრანგეთი)

რეპეშაჟილიპარტელიანი VS კოვალჩიკი (პოლონეთი)

III ადგილი. ლიპარტელიანი VS იოშიდა (იაპონია)

 

26 ივლისი

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) – ვერცხლი

1/16. შავდათუაშვილი VS შენი (საფრანგეთი)

1/8. შავდათუაშვილი VS ჰუსეინი (ჯიბუტი)

1/4. შავდათუაშვილი VS მარგელიდონი (კანადა)

1/2. შავდათუაშვილი VS ანი (კორეა)

ფინალი. შავდათუაშვილი VS ონო (იაპონია)

 

28 ივლისი

ლაშა ბექაური (90 კგ.)

 

29 ივლისი

ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.)

 

30 ივლისი

გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)