გრიგალაშვილმა ეფექტური იპონით დაამარცხა კორეელი ლი და მეოთხედფინალშია [ვიდეო]  #1TVSPORT

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობს.

ქართველი მეორე წრის შეხვედრაში კორეელ სუნგო ლის შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. მეოთხედფინალში ტატო გრიგალაშვილის მეტოქე მონღოლი მოლაი ან აზერბაიჯანელი ფატიევი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ჯერჯერობით ორი ვერცხლის მედალია, რომლებიც ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 06.00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 12.00 საათზე გაიმართება. ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელეტრანსლიაციებს საქართველოს პირველი არხი უწყვეტ რეჯიმში გთავაზობთ.

ძიუდო

27 ივლისი

ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.)

1/16 ფინალი. გრიგალაშვილი VS მუროდოვი (ტაჯიკეთი)

1/8 ფინალი. გრიგალაშვილი VS ლი (კორეა)

1/4 ფინალი. გრიგალაშვილი VS მოლაეი (მონღოლეთი)

 

24 ივლისი

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.)

1/8. ჩხვიმიანი VS ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

1/4. ჩხვიმიანი VS ტაკატო (იაპონია)

რეპეშაჟი. ჩხვიმიანი VS კიმი (კორეა)

 

25 ივლისი

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.)

1/16. ლევიცკა-შუკვანი VS ანესტორი (ჰაიტი)

1/8. ლევიცკა-შუკვანი VS ბუშარი (საფრანგეთი)

 

25 ივლისი

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) – ვერცხლი

1/8. მარგველაშვილი VS შამილოვი (ROC)

1/4. მარგველაშვილი VS შმაილოვი (ისრაელი)

1/2. მარგველაშვილი VS ანი (კორეა)

ფინალი. მარგველაშვილი VS აბე (იაპონია)

 

26 ივლისი

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.)

1/16. ლიპარტელიანი VS მუკუნგუი (ბურუნდი)

1/8. ლიპარტელიანი VS სთოლი (გერმანია)

1/4. ლიპარტელიანი VS სისიკე (საფრანგეთი)

რეპეშაჟილიპარტელიანი VS კოვალჩიკი (პოლონეთი)

III ადგილი. ლიპარტელიანი VS იოშიდა (იაპონია)

 

26 ივლისი

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) – ვერცხლი

1/16. შავდათუაშვილი VS შენი (საფრანგეთი)

1/8. შავდათუაშვილი VS ჰუსეინი (ჯიბუტი)

1/4. შავდათუაშვილი VS მარგელიდონი (კანადა)

1/2. შავდათუაშვილი VS ანი (კორეა)

ფინალი. შავდათუაშვილი VS ონო (იაპონია)

 

28 ივლისი

ლაშა ბექაური (90 კგ.)

 

29 ივლისი

ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.)

 

30 ივლისი

გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)