კიდევ ერთი სადავო კვლევა, რომელიც საქართველოს პირველ არხს ეხება

კიდევ ერთი სადავო კვლევა, რომელიც საქართველოს პირველ არხს ეხება. გამოკითხვა „ღია საზოგადოების“ ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ინთერნეშენალ აიდიას“ დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა და პირველი არხის რეიტინგი და ფუნქციების შესრულება შეაფასა. თუმცა კვლევის ავტორებმა მაუწყებლის მხრიდან ფუნქციის შესრულების შესახებ მათაც კითხეს, ვინც მათივე კვლევით, საქართველოს პირველი არხის მაყურებელი არ არის. პირველი არხის ჟურნალისტს პრეზენტაციაზე, სადაც კვლევის სხვა შედეგებთან ერთად, ეს მონაცემებიც იყო წარმომადგენილი, არ მიეცა საშუალება გამოკითხვის ამ ნაწილზე მეტი ინფორმაცია მიეღო. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია. თუმცა თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და შესაძლოა ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს.