კიდევ ერთი ქართველი საფრანგეთში – „პარიზმა“ კვირიკაძის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

14:45, 01.07.2026

საფრანგეთში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს. ლიგა 1-ის „პარიზში“ ანდრია კვირიკაძე ჩაირიცხა.

„დინამო თბილისმა“ დაადასტურა, რომ 18 წლის შემტევმა ლიგა 1-ის გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„18 წლის ქართველი ნახევარმცველი მოდის „თბილისის დინამოდან“, კლუბიდან, რომელმაც აღზარდა ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ-ის ვარსკვლავი. თავიდან ანდრია ჩვენს სარეზერვო გუნდში ითამაშებს, რომელიც ახლახან ნაციონალ 2-ში აღზევდა“, – წერს პარიზული კლუბის პრესსამსახური.

მსგავსი