კიბერთავდამსხმელებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ელექტრონული ფოსტის სისტემა გატეხეს
კიბერთავდამსხმელებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ელექტრონული ფოსტის სისტემა გატეხეს

კიბერთავდამსხმელებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ელექტრონული ფოსტის სისტემა გატეხეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს კომპიუტერული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კიბერთავდამსხმელებმა ბიუროს ელექტრონული ფოსტის სისტემა გატეხეს და ათი ათასობით ყალბი შეტყობინება გააგზავნეს კიბერთავდასხმის გაფრთხილების შესახებ.

ყალბ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ კიბერთავდამსხმელი ვინი ტროი იყო, რომელმაც გასულ წელს ჰაკერული ჯგუფის „დარქ ოვერლორდის“ შესახებ ჩაატარა გამოძიება. ყალბი შეტყობინებები სულ მცირე 100 ათას მომხმარებელს გაუგზავნეს.

ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ გატეხილი ელექტრონული სისტემა გამოიყენებოდა მხოლოდ არასაიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და გადაცემისთვის. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან. ბიუროს ინფორმაციით, კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტოს მიაწოდეს, რომელიც შესაბამის გამოძიებას ჩაატარებს.