კიბერშეტევა საქართველოში ერთ-ერთ კერძო კომპანიაზეც განხორციელდა
კიბერშეტევა საქართველოში ერთ-ერთ კერძო კომპანიაზეც განხორციელდა

კიბერშეტევა საქართველოში ერთ-ერთ კერძო კომპანიაზეც განხორციელდა. პირველი არხის ინფორმაციით, საუბარია ისეთივე ტიპის ვირუსზე, რომლითაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერი დაიბლოკა.

ჰაკერებმა ამ შემთხვევაშიც კრიპტოვალუტაში თანხის გადახდა მოითხოვეს.

მსგავსი კიბერთავდასხმების მსხვერპლი ბოლო წლებში არაერთი ქვეყანა გახდა. მაგალითად, აპრილის ბოლოს ჰაკერებმა უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდი დაბლოკეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმა 2 მაისს განხორციელდა. ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს.