კიბერფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო – წარმომადგენელი „რუსთავსაც“ ეყოლება #1TVSPORT

15:45, 21.03.2025

„რუსთავი“ საქართველოში მეორე პროფესიული საფეხბურთო კლუბია, რომელსაც კიბერფეხბურთში წარმომადგენელი ეყოლება – პროფესიულ ლიგაში კლუბის სახელით სანდრო ოთარაშვილი იასპარეზებს.

სულ მალე საქართველოში კიბერლიგის მასშტაბური შეჯიბრება დაიწყება. ტურნირზე 12 კლუბი იბრძოლებს, გამარჯვებული კი საქართველოს სახელით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს. მატჩები საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუკისა და Youtube-ის არხებზე გადაიცემა.

პირველი ორგანიზაცია, რომელმაც ელექტრონულ ფეხბურთში (eSports) გუნდი ჩამოაყალიბა, თბილისის „ლოკომოტივი“ იყო – სამი წლის წინ მათი შემადგენლობა ნიკა ასათაშვილითა და ლადო ონიანით დაკომპლექტდა.

წლევანდელ კიბერლიგა დაარსების შემდეგ ყველაზე მასშტაბური ტურნირი იქნება და საპრიზო ფონდიც გაზრდილია. 12 მოთამაშე კალათებში განაწილდნენ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საუკეთესო შვიდეულში მოხვედრაა საჭირო – შემდეგი ტურნირი მესტიაში ჩატარდება, ხოლო საერთაშორისო ტურნირზე მხოლოდ სამი საუკეთესო მოათმაშე მოხვდება.

მსგავსი