კიასტუტის ბუდრისი - ევროკავშირს უფრო სწრაფად უნდა ეპასუხა აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაზე, ჩვენ უფრო სწრაფად შეგვეძლო რეაგირება
კიასტუტის ბუდრისი - ევროკავშირს უფრო სწრაფად უნდა ეპასუხა აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაზე, ჩვენ უფრო სწრაფად შეგვეძლო რეაგირება

ევროკავშირს უფრო სწრაფად უნდა ეპასუხა აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა განაცხადა.

ბუდრისმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა უნდა ითანამშრომლოს ვაშინგტონთან ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი ცვლილებების მისაღწევად.

„რაც შეეხება ევროკავშირის რეაქციის სისწრაფეს, კოლეგებთანაც გამოვთქვი შენიშვნები ამ საკითხზე. ჩვენ ძალიან ნელები ვართ, ჩვენი ყველა პოზიციისა და განცხადების შეთანხმებას ზედმეტად დიდი დრო სჭირდება. ეს უნდა ვაღიაროთ. ჩვენ უფრო სწრაფად შეგვეძლო რეაგირება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მცდელობა, რომ ირანს შეეჩერებინა ბირთვული პროგრამის განვითარება, დიპლომატიური გზით ვერ მოხერხდა, ხოლო ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა განსაზღვროს სტრატეგიული ინტერესი.

„ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა რეგიონში გრძელვადიანი ცვლილებების მისაღწევად. ჩვენი შეფასებითა და რწმენით, ეს შეგვიძლია, გავაკეთოთ საერთაშორისო სამართლის მაქსიმალური დაცვით“, – აღნიშნა მან.