ხვიჩა შუბითიძე – „დილასთან“ ფრე მეტ-ნაკლებად მისაღებია, თამაშის ხარისხი – არა #1TVSPORT

16:06, 22.09.2021

„საბურთალო“ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში გორის „დილას” ესტუმრა, რომელიც ევროსაგზურისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტია და შეხვედრა ფრედ დაასრულა – 0:0.

საბურთალოელთა მწვრთნელმა ხვიჩა შუბითიძემ არ დამალა, რომ თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა.

„უშუალო კონკურენტს ვეთამაშეთ, პრინციპული და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ გათამაშების ცხრილში მესამე ადგილი შევინარჩუნეთ, შედეგი მეტ-ნაკლებად მისაღებია, თუმცა თამაშის ხარისხი არა. იყო მომენტები, როდესაც ნორმალურად წარმოვაჩინეთ თავი, თუმცა ასევე გვქონდა ჩავარდნებიც. გავაანალიზებთ მატჩს და ვეცდებით მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ“, – თქვა შუბითიძემ.

„თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გამართული მატჩის შემდეგ „საბურთალომ“ და გორის „დილამ“ 40-40 ქულა დააგროვეს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით თბილისელებმა მესამე ადგილი შეინარჩუნეს.

მსგავსი