ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „რენთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „რენთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში „რენს“ ესტუმრა და საჩემპიონო ბრძოლაში ჩართულმა ლუის ენრიკეს გუნდმა მტკივნეული მარცხი განიცადა 1:3.

საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის დაპირისპირებაში პარიზელთა მწვრთნელმა ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა – ხვიჩამ 60 წუთი ითამაშა და სტუმართა შორის ყველაზე გამორჩეული იყო, თამაში რამდენჯერმე გაამწვავა.

35-ე წუთზე „რენმა“ ანგარიში იორდანელი ალ ტამარის შესანიშნავი გოლით გახსნა, 69-ე წუთზე ლეპოლიმ მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა. მართალია, დემბელემ (72 წთ.) სხვაობა მალევე შეამცირა, მაგრამ ემბოლომ (81 წთ.) პარიზელებს მესამეც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

წაგების მიუხედავად, „პარი სენ-ჟერმენმა“ (51 ქულა) პირველი ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ „ლანსს“ (49) თამაში მარაგში აქვს და მოგების შემთხვევაში ლიდერობასაც მოიპოვებს.