ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ „ბრესტს“ ესტუმრნენ და მიმდინარე სეზონში 3 ქულა პირველად მოიპოვეს – 1:0.
ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა. მოედანზე გატარებულ 66 წუთში ხვიჩა კვარაცხელია აქტიურობდა და ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ „ბრეტის“ მეკარემ ორივე შემთხვევაში საიმედოდ ითამაშა.
პსჟ-მა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა – მასპინძლებს ფერან ტორესმა გაუტანა (5 შეხვედრაში მე-6 გოლი) და პარიზელებს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.