ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნს“ შეხვდება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნს“ შეხვდება #1TVSPORT

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი და გაირკვა ნახევარფინალური წყვილები. ფინალის საგზურისთვის ითამაშებენ პსჟ VS „ბაიერნი“ და „არსენალი“ VS „ატლეტიკო“.

„არსენალმა“ მეოთხედფინალში „სპორტინგს“ სტუმრად 1:0 მოუგო, შინ კი 0:0 ითამაშა.

გაცილებით დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა „ბაიერნისა“ და „რეალის“ დაპირისპირება მიუნხენში. პირველი მატჩი მადრიდში გერმანელებს ჰქონდათ მოგებული, განმეორებითში კი ბოლო წუთებამდე „რეალი“ იგებდა – 3:2. შეხვედრა ასე რომ დასრულებულიყო, დაინიშნებოდა დამატებითი დრო, თუმცა 86-ე წუთზე კამავინგას გაძევების შემდეგ „ბაიერნმა“ თამაში სათავისოდ შეატრიალა: ჯერ დიასმა გაიტანა (89-ე წუთზე), შემდეგ ოლისემ (90+4) და „ბაიერნმა“ 4:3 მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები 28 აპრილს დაიწყება.