ხვიჩა კვარაცხელიას მეორე საგოლე პასი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ 2:0-ს ამარცხებს მადრიდის „ატლეტიკოს“.

ორივე გოლში დიდი წვლილი მიუძღვის ხვიჩა კვარაცხელიას.

შეხვედრის მე-18 წუთზე ფაბიან რუისს გაატანინა, ხოლო 44-ე წუთზე კვარაცხელიას შედეგიანი გადაცემით გოლი ვიტინიამ შეაგდო.

პირველი ტაიმის მიხედვით, მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება ქართველ ფეხბურთელს აქვს – 8,9.