ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ფაბიან რუისმა „ატლეტიკოს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVPORT
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველ მატჩს მართავს. მისი მეტოქე „ატლეტიკოა“.
შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში ფაბიან რუისმა გახსნა. ასისტი შეასრულა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოს გარეთ დასარტყმელად დაუგორა რუისს. მან კი გამოზომილი დარტყმით ფრანგები დააწინაურა.
1:0 – წინ პარი სენ-ჟერმენია.