ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა – პსჟ-მა „ლე ავრი“ დაამარცხა #1TVSPORT

21:23, 19.04.2025

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ შინ „ლე ავრი“ მიიღო და, დიდი უპირატესობის მიუხედავად, მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პარიზელებმა თამაში დამაჯერებლად დაიწყეს და დეზირე დუეს (მე-8 წუთზე) და გაბრიელ რამოშის (50-ე წუთზე) გოლებით დაწინაურდნენ.  ამის შემდეგ „ლე ავრმა“ გაიბრძოლა და ისა სუმარეს (60 წუთი) ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოებში იყო, მოედანზე კი 73-ე წუთზე გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების ლიდერი თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ ამჯერად ანგარიშზე საგოლე მოქმედება ვერ ჩაიწერა.

ცხადია, ამ მატჩის შედეგი პარიზელებისთვის უკვე არაფერს ნიშნავდა, რადგან ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონობა უკვე გაინაღდა.

მსგავსი