ხვიჩა კვარაცხელიამ პატრიარქზე საუბრისას ემოცია ვერ შეიკავა - ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდი, ემოცია ვერ გავაკონტროლე #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ჩელსი“-პსჟ-ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, შეხვედრის შემდეგ Geo Team-თან ემოციურად ისაუბრა.
ხვიჩამ „სტემფორდ ბრიჯზე“ გატანილი გოლი აშრაფ ჰაკიმთან ერთად ტრადიციული ჟესტით არ აღნიშნა, რამაც პსჟ-ის მაროკოელი მცველი გაოცებული დატოვა.
„ჰაკიმს ავუხსნი, თუ რა სიტუაცია იყო. არც მინდოდა მუხლებზე გასრიალება, მაგრამ იმდენად ჩართული ვიყავი თამაშში და თავს იმდენად ემოციურად ვგრძნობდი… ქართველ ხალხს ამის გამო ბოდიშს ვუხდი, ემოცია ვერ გავაკონტროლე.
ამ ყველაფერზე ძალიან ვინერვიულე… მიჭირს საუბარი. ილია მეორე ჩვენი სულიერი მამა იყო. ვეღარაფერს ვიტყვი, ამაზე გავჩერდეთ“, – ემოცია ვერ შეიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ.