ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

00:07, 18.03.2026

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ განმეორებით მატჩს მართავს „ჩელსისთან“. შეხვედრა ლონდონში მიმდინარეობს და პარიზელები პირველივე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ.

მე-6 წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და გოლი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.

მეთოთხმეტე წუთზე სხვაობა ორამდე ბარკოლამ გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი პარიზში პსჟ-ს გამარჯვებით დასრულდა – 5:2. კვარაცხელიამ იმ თამაშში დუბლი შეასრულა.

მსგავსი