ხვიჩა კვარაცხელიამ 12 აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

00:49, 11.10.2026

ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო პაუზის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ გოლით დაუბრუნდა და ლიგა 1-ში „ლე მანთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:1.

საფრანგეთის მე-5 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი პარიზელების სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 59-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ხვიჩამ ზუსტად ორ წუთში გაიტანა და მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს კვარაცხელიას 12 აგვისტოს ჰქონდა გატანილი – ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“.

საფრანგეთის ლიგა 2-ში კი ზურიკო დავითაშვილის „სენტ-“ეტიენმა“ საკუთარ სტადიონზე „როდეზი“ მიიღო და 2:0 სძლია. ნაკრებიდან დაბრუნებული ქართველი თავდამსხმელი ამჯერად დაასვენეს.

მსგავსი