ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სიის სათავეშია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა შორის კვლავ ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს, სამეულში გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი შედიან, ხოლო ათეულს გიორგი გოჩოლეიშვილი ასრულებს.
საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ათეული:
1. ხვიჩა კვარაცხელია, „პარი სენ-ჟერმენი“ – 90 მლნ ევრო;
2. გიორგი მიქაუტაძე, „ვილიარეალი“ – 30 მლნ ევრო;
3. გიორგი მამარდაშვილი, „ლივერპული“ – 28 მლნ ევრო;
4. ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენი“ – 9 მლნ ევრო;
5. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 6 მლნ ევრო;
6. გიორგი ქოჩორაშვილი, „სპორტინგი“ – 6 მლნ ევრო;
7. საბა გოგლიჩიძე, „უდინეზე“ – 6 მლნ ევრო;
8. გიორგი ჩაკვეტაძე, „უოტფორდი“ – 4.50 მლნ ევრო;
9. ირაკლი აზაროვი, „შახტარი“ – 4 მლნ ევრო;
10. გიორგი გოჩოლეიშვილი, „ჰამბურგი“ – 3.50 მლნ ევრო.