ხვიჩა კვარაცხელია - ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ, ჩვენ ტიტულის მოგება დავიმსახურეთ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე პსჟ-ის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ („არსენალი“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხეს) კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ვარსკვლავმა ინგლისელების გატანილი გოლის შემდეგ თამაშის შემოტრიალება შეძლო, რადგან მოიპოვა პენალტი, რომელიც უსმან დემბელემ გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.
„ეს ნამდვილად საოცარი შეგრძნებაა. ვერ აღვწერ ჩემს გრძნობებს. ძალიან ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. რთული სეზონი გავიარეთ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება შევძელით. ზედიზედ მეორედ გავხდით ჩემპიონები.
პენალტების სერიაში მოგება ადვილი არაა, ამაშიც იღბალი გჭირდება, მაგრამ ასევე უნდა იშრომო, რომ გააუმჯობესო შენი თამაში და ჩვენ ეს შევძელით. გამარჯვებას ვიმსახურებდით, რადგან გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.