ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს თასზე ვერ დაეხმარა - მიზეზი ვირუსია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ გამოტოვა საფრანგეთის თასის შეხვედრა „ფონტენესთან“, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ 4:0 მოიგო.
ტურნირის 1/32-ფინალური დაპირისპირება, რომელიც პარიზელებმა მოყვარულთა ლიგის გუნდთან გასვლაზე ჩაატარეს, დეზირე დუეს (25), უსმალ დემბელეს (34) და გაბრიელ რამუშის (53, 58) გოლებით მოიგეს.
„ფონტენესთან“ 2025 წლის ბოლო მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამ ავადმყოფობის გამო გამოტოვა. Le parisien-ის ცნობით, პარიზელების ქართველ ვარსკვლავს თამაშის საშუალება ვირუსმა არ მისცა.
ლუის ენრიკეს გუნდი მცირე პაუზის შემდეგ ლიგა 1-ის შეხვედრას „პარიზთან“ 4 იანვარს გამართავს.