ხვიჩა კვარაცხელია – პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში შვიდი საგოლე მოქმედება შეასრულა #1TVSPORT

10:55, 07.05.2026

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენში „ბაიერნთან“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩი 1:1 დაასრულა და ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.

ქართველმა ვარსკვლავმა პირველ მატჩში დუბლი შეასრულა, გერმანიაში კი სტუმართა ერთადერთი გოლი მისი გადაცემით გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ფაბრიციო რომანო: „ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთმა მოთამაშემ შეძლო გოლის გატანა ან საგოლე გადაცემის შესრულება ერთ სეზონში პლეიოფის ზედიზედ 7 თამაშში – ის ხვიჩა კვარაცხელიაა“.

ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი: „ხვიჩა კვარაცხელია შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ. ის მისტერ ჩემპიონთა ლიგაა“.

GoalsXtra: „კვარაცხელია, გაგიჟდი?!“

DAZN Football: „ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ისტორია შექმნა. პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში, პლეიოფის ზედიზედ შვიდ მატჩში გოლი გაიტანა ან საგოლე გადაცემა გააკეთა“.

TNT Sports: „პსჟ-ის მხოლოდ სამმა მოთამაშემ გაიტანა 15 ან მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში: უსმან დემბელემ, კილიან მბაპემ და ხვიჩა კვარაცხელიამ“.

მსგავსი