ხვიჩა კვარაცხელია – მზად ვარ, ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მძიმე ტრავმის დიაგნოზის დასმის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური განცხადება გაავრცელა:
„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა. ბევრს უთქვამს კიდეც, მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი, მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ.
დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს: რატომ მაინცდამაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია, ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. მეგონა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა, და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია, თუ ამით მე მოედანზე მყოფი სხვა ფეხბურთელები დავიცავი.
მზად ვარ, ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდშია, არ გიღალატებთ, პირობას ვდებ, წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მალე შევხვდებით“.