ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის ნაკრებშია – რჩეული თერთმეტეული ორგანიზაციის ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.

საქართველოს ნაკრების და პსჟ-ის თავდამსხმელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, ფრანგულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 რომ დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გერმანულ გრანდთან დუბლი შეასრულა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.