ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალს კვლავ პსჟ-ის ძირითადი შემადგენლობიდან იწყებს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალს კვლავ პსჟ-ის ძირითადი შემადგენლობიდან იწყებს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში იქნება.

პარიზული გუნდის სასტარტო თერთმეტეულიდან, ქართველთან ერთად, დეზირე დუე და უსმან დემბელე შეუტევენ.

პსჟ: საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნო მენდეში; ფაბიან რუისი, ვიტინია, ჟოაო ნევეში; დუე, დემბელე, კვარაცხელია.

„არსენალი“: დავიდ რაია; მოსკერა, სალიბა, გაბრიელი, ინკაპიე; ოდეგორი, რაისი, ლუის-სკელი; საკა, ჰავერცი, ტროსარდი.

ფინალი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება და საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.