ხვიჩა კვარაცხელია - „ჩელსისთან“ ვაჩვენეთ, რომ პსჟ-ს ყველაფრის გაკეთება შეუძლია #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ჩელსისთან“ (5:2) შესანიშნავი თამაშის შემდეგ პსჟ-ის ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ Canal პლუსთან კომენტარი გააკეთა.
ლუის ენრიკეს გუნდი ინგლისელების წინააღმდეგ ვერაფერს ახერხებდა, სანამ მოედანზე ხვიჩა შევიდოდა. ამ დროს ანგარიში 2:2 იყო. ქართველი ვარსკვლავის საგოლე გადაცემით ვიტინიამ ფრანგები დააწინაურა, შემდეგ კი კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და პსჟ-მა 5:2 გაიმარჯვა.
„მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე და „ჩელსის“ წინააღმდეგ გავიმარჯვეთ. კმაყოფილი ვარ ამ მატჩით. თქვეს, რომ დავიღალეთ? მე არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ჩვენ კვლავ ისეთი პსჟ ვართ, როგორც გასულ სეზონში. ასევე ვაჩვენეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, უბრალოდ კარგად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. „ჩელსი“ ძლიერი გუნდია, მაგრამ ორი გოლი გავუშვით, ამიტომ შეცდომები უნდა გავაანალიზოთ. მთლიანობაში კი მაინც კმაყოფილები ვართ“, – თქვა პსჟ-ის ქართველმა თავდამსხმელმა.