ხვიჩა კვარაცხელია - არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს, კი - საქართველოს წინსვლას, არ მინდა, ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს, იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა
ხვიჩა კვარაცხელია - არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს, კი - საქართველოს წინსვლას, არ მინდა, ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს, იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა

მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

კვარაცხელიას თქმით, საქართველო იმსახურებს, იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს.

„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა, ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს! არ მინდა, ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს, იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ​ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა. მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემი ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი – საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.