ხვალიდან ივლისის ბოლომდე აეროპორტის გზატკეცილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება
ხვალიდან ივლისის ბოლომდე აეროპორტის გზატკეცილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე) გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 ივნისის 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება.

სამუშაოები საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე განხორციელდება – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე – აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.