ხვალიდან ტექნიკური ინსპექტირების პირობებით დაინტერესებული პირებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდება
ხვალიდან ტექნიკური ინსპექტირების პირობებით დაინტერესებული პირებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდება

ავტოსატრასნპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპქტირების ამოქმედების პირობებით დაინტერესებული პირებისთვის ხვალიდან, 3 იანვრიდან ცხელი ხაზი – 1484 ამოქმედდება.

„ცხელ ხაზზე „1484“ დარეკვა შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლობის ფიქსირებული და მობილური ქსელებიდან,  მხოლოდ ცხელი ხაზის ნომრის – 1484 აკრეფით. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები  მოქალაქეებს დაეხმარებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში.

ცხელ ხაზზე დარეკვა დამატებითი გადასახადის გადახდას არ ითვალისწინებს.

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ტექინსპექტირება მძღოლების ნაწილს უკვე შეეხო.

ტექდათვალიერება სავალდებულოა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებისთვის.

მსუბუქის ავტომობილებისთვის, რომელთა ძრავის მოცულობა 3.0-ზე მეტია, ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის ოქტრომბრიდან უნდა გაიარონ, 3.0-ზე ნაკლები ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილებისთვის განსაზღვრული ვადა კი 2019 წლის იანვრია.

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარს შეადგენს.

2018 წლის პირველი იანვრიდან ასევე სავალდებულო გახდა ტექდათვალიერება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც.

ინსპექტირების ვადები ავტომობილების ასაკზეა დამოკიდებული.

17 და მეტი წლის მანქანებს ტექდათვალიერება 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა გაევლოთ.

14-16 წლის ავტომობილები 2018 წლის 1-ელ ივლისამდე, 11-13 წლის ავტომობილებზე 2019 წლის 1-ელი იანვარია განსაზღვრული, ხოლო 1-10 წლის ავტომანქანებისთვის ტექდათვალიერების საბოლოო ვადა 2019 წლის 1-ელი ივლისია.

სავალდებულო სერტიფიკატისთვის გადასახდელი თანხა 90 ლარიდან 130 ლარამდე მერყეობს. ჯარიმა კი 100 ლარია.

რაც შეეხება კატალიზატორს, სავალდებულო 2020 წლიდან გახდება.

სიახლეა ისიც, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს მოეთხოვებათ ფარები მოიყვანონ წესრიგში, რათა არ შეუშალონ ხელი შემხვედრ ავტომობილს.

საჭის გადატანა 2018 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალა, უკვე საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის კი ცალკე შეზღუდვა არ არსებობს.