ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება
ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება. ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს.

სინოპტიკოს დავით ლოლაძის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის პირველ ნაწილში კვლავ ნალექი შენარჩუნდება, ხოლო დღის მეორე ნაწილიდან ტემპერატურა მოიმატებს.

მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +12, +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება.

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ცნობით, დედაქალაქში 19-20 მარტს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 21 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი +12 გრადუსს მიაღწევს.

„რაც შეეხება მომდევნო დღეებს, 22 მარტამდე მთელი საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდები შენარჩუნდება, ხოლო 22 მარტს ზოგიერთ რაიონში ნალექის უნდა ველოდოთ“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.