ხვალიდან საჯარო სკოლების მასობრივი შემოწმება დაიწყება
ხვალიდან საჯარო სკოლების მასობრივი შემოწმება დაიწყება

დაწყებულია სკოლების შემოწმება. ამ დროისთვის 30-ზე მეტი სკოლა შემოწმდა. მათგან 21-ს მივანიჭეთ ფუნქციონირების უფლება, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალიდან საჯარო სკოლების მასობრივი შემოწმება დაიწყება.

„დაწყებულია სკოლების შემოწმება. ვინაიდან პირველ ეტაპზე ნებადართული გახდა კერძო სკოლების ინდივიდუალურად ფუნქციონირების შესაძლებლობა, ამ დროისთვის 30-ზე მეტი კერძო სკოლა შემოწმდა. მათგან 21-ს მივანიჭეთ ფუნქციონირების უფლება.

რაც შეეხება საჯარო სკოლების შემოწმებას, ხვალიდან ვიწყებთ სკოლების მასობრივ შემოწმებას, რაშიც როგორც შრომის ინსპექცია, ასევე შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან ჩართული. 400-მდე ინსპექტორი სკოლებს ერთობლივად შეამოწმებს, რაც საშუალებას მოგვცემს, 15 სექტემბრამდე მაქსიმალურად მოვიცვათ ეს სექტორი და თუ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მივანიჭოთ ფუნქციონირების უფლება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ამასთან, როგორც ფერაძე აღნიშნავს, შემდეგი პროცესი გეგმური მონიტორინგი იქნება, რომლის ფარგლებშიც, წლის განმავლობაში სხვადასხვა დაწესებულება შემოწმდება.

„შემდეგი პროცესი იქნება გეგმური მონიტორინგი, როდესაც წლის განმავლობაში შერჩევითი მეთოდით ამა თუ იმ დაწესებულებას შევამოწმებთ. ვინც ვერ გაიარა შემოწმება,  შესაძლებლობა აქვთ, „კოვიდის“ ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ ბმულზე გაიარონ რეგისტრაცია და კომპანიები კვლავ შემოწმდება“, – აღნიშნა ფერაძემ.

 

დატოვე კომენტარი