ხვალიდან ისრაელის თავდაცვის ძალები 60 000 რეზერვისტის მობილიზაციას იწყებს
ხვალიდან ისრაელის თავდაცვის ძალები 60 000 რეზერვისტის მობილიზაციას იწყებს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ხვალიდან 60 000 რეზერვისტის თანდათანობით მობილიზაციას დაიწყებენ.

ჯარისკაცები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განლაგდებიან. უმეტესობა, დაახლოებით 40 000-50 000 ჯარისკაცი ვალდებული იქნება, სამსახურში გამოცხადდეს 2 სექტემბერს. მეორე ტალღის მობილიზაცია დაგეგმილია ნოემბერ-დეკემბერში, ხოლო მესამე ტალღის – 2026 წლის თებერვალ-მარტში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დამატებით 30-40 დღით გაახანგრძლივა რეზერვისტთა სამსახური 20 000 რეზერვისტისთვის, რომლებიც ამჟამად მსახურობენ.