ხვალ შესაძლოა აინშტაინის გრავიტაციული ტალღების თეორია დამტკიცდეს

19:34, 10.02.2016
epa05154649 A undated handout graphic, made available 11 February 2016 by NASA /  CALTECH-JPL, showing an artist's impression of gravitational waves generated by binary neutron stars. US researchers said 11 February 2016 they have detected gravitational waves, which physicist Albert Einstein first described 100 years ago as 'ripples in the fabric of space-time.' Scientists from Caltech and the Massachusetts Institute of Technology (MIT) made the announcement in Washington and other locations around the world. There were immediate suggestions that the discovery could well win them the Nobel Prize in Physics. The signal detected with LIGO, an observatory with sites on both sides of the United States, was very clear and there was no room for doubt that it was direct evidence of the waves, said Bruce Allen, who is acting director at Germany's Max Planck Institute for Gravitational Physics. He said two scientists with his group in the northern German city of Hanover were the first to notice the effect. The announcement may confirm Albert Einstein's last unproven theory, dating from 1916.  EPA/R. HURT / CALTECH-JPL / HANDOUT  HANDOUT EDITORIAL USE ONLY

ხვალ მეცნიერები დიდი განცხადებისათვის ემზადებიან, რომელშიც შესაძლოა დაადასტურონ, რომ აინშტაინის ბოლო დაუმტკიცებელი თეორია დამტკიცებულია. სამეცნიერო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის (LIGO) მეცნიერები იმის გამოცხადებას აპირებენ, რომ მათ ჩვენს სამყაროში გრავიტაციული ტალღების არსებობა დაამტკიცეს. თუ ეს ფაქტი მართალი აღმოჩნდა, ეს არა მხოლოდ ბოლო წლების, არამედ მთელი ათწლეულების ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენა იქნება.

გრავიტაციული ტალღები ჭავლია სივრცესა და დროში — ოთხგანზომილებიანი კონცეპტი, რომელშიც დრო და სივრცე ერთ მთლიან გარემოშია გაერთიანებული. როდესაც რაიმე ობიექტი სამყაროს მასშტაბით მოძრაობს, იგი დრო-სივრცის ჭავლებს წარმოქმნის, რომლებიც შემდეგ მის გარეთ მოძრაობს. ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც საგანი წყალში მოძრაობს. როგორც წესი, გრავიტაციულ ტალღათა უმრავლესობა საკმაოდ სუსტია, რის გამოც, მათი დაჭერა და არსებობის დადასტურება მეცნიერთათვის დღემდე ურთულესია. თუმცა, LIGO-ს ობსერვატორიები სპეციალურადა იმისათვისაა აგებული, რომ გრავიტაციული ტალღების უსუსტესი გამოვლინებაც კი დააფიქსირონ. აქედან გამომდინარე, სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ მეცნიერებმა დიდხანს მოუხელთებელი ტალღები საბოლოოდ მაინც დაიჭირეს.

გრავიტაციული ტალღების იდეა პირველად ალბერტ აინშტაინმა გააჟღერა ერთი საუკუნის წინ, ფარდობითობის თეორიაში. ეს აინშტაინის თეორიის ბოლო ნაწილია, რომელიც დღემდე დაუმტკიცებელი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო საზოგადოება ამ ტალღების არსებობაში დარწმუნებულია. წლების მანძილზე, მკვლევარები ამაოდ ცდილობენ ამ ტალღების არსებობის დადასტურებას. 2014 წელს, სამხრეთ პოლუსთან მდებარე ტელესკოპ BICEP2-ზე მომუშავე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ იპოვეს გრავიტაციული ტალღების გამოვლინება, თუმცა მოგვიანებით აღმოჩენა უარყვეს და აღნიშნეს, რომ ეს ტალღები კოსმოსური მტვრის მიერ წარმოქმნილი სიგნალები იყო.

ამ ამბის შემდეგ, სამეცნიერო საზოგადოება გრავიტაციულ ტალღებთან დაკავშირებით მუდმივად კარგი სიახლის მოლოდინშია. თუკი ხვალ LIGO-ს მეცნიერები განაცხადებენ, რომ მათ ეს ტალღები დაიჭირეს, ეს შედეგი რა თქმა უნდა, არაერთი კრიტიკული განხილვის საგანი გახდება, თუმცა, LIGO-ს მეცნიერებზე უკეთესი ტექნოლოგია მათ აღმოსაჩენად დღემდე არავის აქვს.

განცხადებას LIGO-ს მეცნიერები ხვალ, აღმოსავლეთის დროით (ET) დილის 10:30 საათზე გააკეთებენ.

წყარო: The Verge

მსგავსი